გამარჯობათ!
თუ თქვენ უკვე სტუმრობთ ამ ბლოგს, მინდა შემთხვევით ვისარგებლო
და მადლობა გადაგიხადოთ. გთხოვთ დაუთმოთ მცირეოდენი დრო და წაიკითხოთ
შემდეგი: (შენიშვნების შემთხვევაში, დაამატეთ ან დამიკავშირდით)
ეს ბლოგი მოგვითხრობს უძველესი ციხესიმაგრის შესახებ, რომელიც მდებარეობს
მცხეთაში. მას ეწოდება ბებრისციხე და მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე
გორაზე.
ციხესიმაგრე, რომელიც ღირშესანიშნავ ხედს წარმოადგენს, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრითაა
დაშორებული მცხეთის ძველი ნაწილიდან.
თუ ხართ თქვენ ფოტოგრაფი და გადაწყვიტეთ საქართველო მოინახულოთ, გირჩევთ ესტუმროთ ამ
ციხეს. თქვენ შეგიძლიათ სრულიად უსაფრთხოდ მიხვიდეთ ამ ადგილზე ძველ ქალაქ მცხეთიდან.
ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ მიზანი რატომაც შევქმენი ეს ბლოგი.
მე ვარ საქართველოში მცხოვრები ამერიკელი. ახლახანს დამავალეს ჩავერთო პროექტში, რომლიც
ითვალისწინებს ჩემი სამუშაო ადგილის კულტურული ასპექტების გამოყოფას. თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული
რაზე დამეწერა. ყოველ დღე მიწევს დიდუბიდან მცხეთაში მინი ავტობუსით მგზავრობა. ყოველ
დილას სამარშრუტო ავტობუსით გზად გავუვლი ბებრისციხეს და ვაკვირდები
მას.
ძალიან დამაინტერესა ბებრისციხემ, გადავწყვიტე მომძებნა
ინტერნეტში იყო თუ არა რაიმე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ამ ციხის შესახებ.
ინტერნეტში ძიებამ ძალიან ცოტა ინფორმაცია მომაწოდა.
გუგლის საძიებო სისტემაში უმეტესად ამ ციხის ფოტოსურათებია განთავსებული. იგივე იყო
სხვა საძიებო სისტემებშიც.
ბებრისციხეს არაა აქვს ინგლისურ ენაზე ვიკიპედიის გვერდი,
მას მხოლოდ ქართული ვარიანტი აქვს. მე მაქვს ინგლისურ ენაზე შედგენილი გზამკვლევი, სადაც ბებრისციხე მოკლედაა მოხსენიებული.
ინფორმაციას სხვადასხვა კულტურული ძეგლებისა და მათი მდებარეობის შესახებ დიდი გატაცებით ვეძებ ინტერნეტში. მჯერა, რომ სრულიად მარტივად, ინტერნეტის
მეშვეობით, შესაძლებელი იქნება გავრცელდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. მაგალითად,
სარესტორნო საძიებო ვებგვერდი „უელფი“ ეს-ესაა გავრცელდა პოლონეთში. სწორედ ასეთი სახის
სერვისია საჭირო საქართველოსთვის მისი ეკონომიკის განვითარებისთვის. იმედი მაქვს რომ ამ ბლოგის მეშვეობით ცოტათი მაინც
შევუწყობ ხელს იმ ინფორმაცის გაზრდას, რომელიც საქართველოზე ინტერნტშია მოთავსებული.
ამასთანავე, ძალიან მიყვარს საქართველოში გადაღებული სურათების გაზიარება ინტერნეტში.
გადავწყვიტე, გამომეკითხა რამდენიმე ადამიანი მცხეთაში
ბებრის ციხის შესახებ. ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ამ ნაგებობის შესახებ ისტორია
არ ისწავლება. მათ მითხრეს, რომ ძირითადად არსებობს ლეგენდა ამ კოშკის შესახებ, სადაც
ყველა გამვლელს უწევს გავლა.
მე ვკითხე ჩემს რამდენიმე ქართველ მეგობარს, თუ არსებობდა
რაიმე ინფორმაცია ბებრის ციხის შესახებ რომელიმე ისტორიულ წიგნში. მითხრეს, რომ არავის ახსოვს მსგავსი რამ ესწავლებინათ
ამ ციხის შესახებ. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ მოძებნოთ გუგლის საძიებო სისტემაში
ბებრის ციხე. სამწუხაროდ, ყველა მცდელობის შედეგად, მხოლოდ ქართული
ინფორმაციის მოძებნა გახდა შესაძლებელი.
მე ვთხოვე ქართველ ისტორიის მასწავლებელს, დაწერა რაიმე
იმფორმაცია ბებრის ციხის შესახებ. აი, რა დაწერა მან:
„ბებრისციხე არის ადრე შუა საუკუნეების
ციხესიმაგრე ქართლში, იგი მცხეთის ჩრდილოეთით კეტავდა არაგვის ხეობაში შემავალ გზას.
ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხეს უწოდებს. ციხის მთავარი ნაწილი იყო ციტადელი,
რომელსაც სამხრეთით ვრცელი, სამკუთხა ეზო ეკვროდა. სამივე კუთხესა და გალავნის ბოლოში
კოშკები იყო აღმართული. ბებრისციხის მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური და ფეოდალური
ხანის არქეოლოგიური შრეები".
ბებრისციხის შესახებ შემონახულია ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ორი შვილი ჰყოლია; ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომებისათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას მათი გადასახადისაგან გათავისუფლება სთხოვა. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმას ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.
70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხუცი, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: „დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულების თანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს „ბებრისციხე“.
No comments:
Post a Comment